სასწავლო კურსი „სოციალური მედიის მენეჯმენტი / Social Media Management“ მიზნად ისახავს მსმენელებისათვის სოციალური მედიის მართვის თანამედროვე მიდგომების, კონტენტ მარკეტინგის პრინციპებისა და ციფრული კომუნიკაციის პრაქტიკული უნარების განვითარებას.
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok) მართვას, ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებას, კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, კონტენტ კალენდრის შექმნას, რეკლამის შექმნას Ads Manager-ში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კონტენტის გენერირებისათვის.