Power BI & SQL - ბიზნესი ციფრებში AI ის გამოყენებით
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბიზნეს მონაცემების ანალიზი SQL-ისა და Power BI-ის გამოყენებით. კურსის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან მონაცემების ამოღებას SQL-ით, დამუშავებას, Power BI-ში ვიზუალიზაციას, ძირითადი KPI-ების შექმნას და AI ხელსაწყოების გამოყენებას ანალიტიკური ამოცანების, ბიზნეს ინსაითებისა და ანგარიშგების გასაუმჯობესებლად.
₾ 700
რას შეისწავლი?
კურსის ფარგლებში თქვენ ისწავლით SQL-ის გამოყენებას მონაცემების ამოღებისა და დამუშავებისთვის, მონაცემთა მოდელირებასა და ვიზუალიზაციას Power BI-ში, ასევე დაშბორდებისა და KPI-ების შექმნას. გარდა ამისა, ისწავლით მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს-ანალიზის ჩატარებას, DAX ფორმულების გამოყენებას და AI ინსტრუმენტების ინტეგრირებას მოთხოვნების (query-ების) გენერირებისა და ბიზნეს-ინსაითების მისაღებად.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ განვითარება მონაცემთა ანალიზისა და ბიზნეს ინტელექტის (BI) მიმართულებით; ბიზნეს-ანალიტიკით, მონაცემებითა და რეპორტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის; მათთვის, ვისაც სურს Power BI-სა და SQL-ის პრაქტიკული გამოყენების შესწავლა.
დასაქმება:
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ მონაცემების ანალიზს, ბიზნეს-ანგარიშების მომზადებას, Power BI-ში დაშბორდებისა და ვიზუალიზაციების შექმნას, SQL მოთხოვნების გამოყენებას მონაცემთა დასამუშავებლად და ანალიტიკური პროცესების გამარტივებას AI ინსტრუმენტების დახმარებით. მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ კარიერის დაწყებაში Junior Data Analyst-ის, BI სპეციალისტის ან მონაცემთა ანალიტიკის ფრილანსერ სპეციალისტის პოზიციაზე.
პრერეკვიზიტები:
კურსს წინაპირობა არ აქვს. კურსზე ჩასარიცხად საჭიროა პრაქტიკული დავალების შესრულება.
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.
სასწავლო სილაბუსი
სილაბუსი
