ინტერიერის დიზაინის კურსი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს ინტერიერის დიზაინის პროექტების მოდელირება და რეალისტური ვიზუალიზაცია 3ds Max-ში. სწავლების პროცესში მსმენელები გაეცნობიან პროგრამის სამუშაო გარემოს, 3D სცენის ორგანიზებას, ბინის კონსტრუქციისა და ავეჯის მოდელირებას, მზა ობიექტების შემოტანას, მატერიალების შექმნასა და ტექსტურირებას, განათებას, კამერებსა და რენდერის ოპტიმიზაციას. კურსის ბოლოს მონაწილე შექმნის ინტერიერის დასრულებულ 3D სცენას და მოამზადებს რეალისტურ რენდერებს.
₾ 700
რას შეისწავლი?
ინტერიერის დიზაინის კურსი -ს ფარგლებში შეისწავლი 3ds Max-ის სამუშაო გარემოსა და არქიტექტურული ვიზუალიზაციის პროცესს. დაეუფლები 2D გეგმის ან იდეის მიხედვით ინტერიერის 3D მოდელის აგებას, ბინის კონსტრუქციის, ავეჯისა და დეკორატიული ელემენტების მოდელირების ტექნიკებს. ისწავლი ობიექტების შემოტანას, ტექსტურების, განათების, კამერებისა და V-Ray რენდერის პარამეტრების გამოყენებას რეალისტური ვიზუალიზაციისთვის. კურსის დასასრულს მოამზადებ ფინალურ ინტერიერის პროექტს პორტფოლიოსთვის.
დეტალური ინფორმაცია

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ინტერიერის დიზაინის კურსი ?
დამწყებთათვის, ვისაც სურს 3D ვიზუალიზაციისა და ინტერიერის დიზაინის სწავლა; შემოქმედებითი მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ 3ds Max-ის პრაქტიკულად დაუფლება; მათთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება ინტერიერის ვიზუალიზაციის სფეროში.
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ მიღებული ცოდნის გამოყენებას რეალურ პროექტებში — ინტერიერის სივრცის მოდელირებაში, მატერიალებისა და განათების მართვაში, რეალისტური რენდერების მომზადებაში. ასევე შეძლებ კარიერის დაწყებას 3D ვიზუალიზატორად ან ინტერიერის დიზაინერად.
პრერეკვიზიტები:
კურსს არ აქვს წინაპირობა (სასურველია კომპიუტერის საბაზისო ცოდნა).
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.
ინტერიერის დიზაინის კურსი - სასწავლო სილაბუსი
სილაბუსი
