Back-end დეველოპმენტი: Java
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს პროგრამირების საბაზისო ცოდნა და სურს Back-end დეველოპმენტის მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარება. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან Java პროგრამირების ენას, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, მონაცემთა სტრუქტურებს, REST API-ების შექმნას, რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობასა და თანამედროვე Back-end სისტემების განვითარების პრინციპებს.
₾ 900
რას შეისწავლი Back-end დეველოპმენტის კურსზე ?
Back-end დეველოპმენტის კურსის ფარგლებში შეისწავლი Java-ს ძირითად და მოწინავე შესაძლებლობებს, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას (OOP), მონაცემთა სტრუქტურებსა და ალგორითმების საფუძვლებს. დაეუფლები Spring Boot-ის გამოყენებით REST API-ების შექმნას, SQL-სა და რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, Spring Data JPA-ს, Spring Security-სა და აპლიკაციის უსაფრთხოების პრინციპებს.
ასევე შეისწავლი Git-ს, GitHub-ს, Docker-ს, Postman-ს, OpenAPI-ს, SOLID პრინციპებს, Design Patterns-ს, Microservices Architecture-ს, ტესტირებასა და აპლიკაციების განთავსების (Deployment) ძირითად მიდგომებს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
დამწყები პროგრამისტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ პროგრამირების საბაზისო ცოდნა და სურთ Back-end განვითარების მიმართულებით სპეციალიზაცია; მათთვის, ვისაც სურს Java ეკოსისტემის საფუძვლიანი შესწავლა; ასევე მათთვის, ვინც გეგმავს პროფესიულ განვითარებას პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებით.
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ დამოუკიდებლად შექმნა Back-end აპლიკაციები, REST API-ები და მონაცემთა ბაზებთან ინტეგრირებული სისტემები. მიღებული ცოდნა დაგეხმარება კარიერის დაწყებაში Java Developer-ის, Back-end Developer-ის ან Software Engineer-ის პოზიციებზე. ასევე შეძლებ გუნდურ პროექტებზე მუშაობას თანამედროვე პროფესიული ინსტრუმენტების გამოყენებით.
პრერეკვიზიტები:
საჭიროა პროგრამირების საბაზისო ცოდნა.
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.
Back-end დეველოპმენტის კურსი - სასწავლო სილაბუსი
სილაბუსი
