სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

Back-end დეველოპმენტი: Python

Back-end დეველოპმენტი: Python

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს პროგრამირების საფუძვლების შესწავლა და Back-end დეველოპმენტის მიმართულებით განვითარება. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან Python პროგრამირების ენას, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, თანამედროვე დეველოპერულ ინსტრუმენტებსა და Django Framework-ის გამოყენებით ვებაპლიკაციების შექმნას.

₾ 900

რას შეისწავლი?

კურსის ფარგლებში შეისწავლი Python-ის ძირითად კონცეფციებს, მონაცემთა ტიპებს, ფუნქციებს, ლოგიკურ სტრუქტურებსა და ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას (OOP). დაეუფლები Git-ის გამოყენებას, SQL-ის საშუალებით მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, Linux-ისა და Docker-ის საბაზისო ინსტრუმენტებს.

ასევე შეისწავლი Django-სა და Django REST Framework-ს, REST API-ების შექმნას, ვებაპლიკაციების Back-end ლოგიკის აგებას და AI ინსტრუმენტების გამოყენებას კოდირების პროცესში. კურსის განმავლობაში იმუშავებ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე, რაც დაგეხმარება მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებაში.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

დამწყებთათვის, ვისაც სურს პროგრამირების სწავლა და Back-end განვითარების მიმართულებით კარიერის დაწყება; მათთვის, ვინც დაინტერესებულია Python-ითა და ვებტექნოლოგიებით; ასევე მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე დეველოპერული ინსტრუმენტებისა და Framework-ების პრაქტიკული შესწავლა.

topic icon

დასაქმება:

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ Python-ის გამოყენებით პროგრამული ლოგიკის შექმნას, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, REST API-ების განვითარებასა და Django Framework-ის გამოყენებით მარტივი ვებაპლიკაციების შექმნას. მიღებული ცოდნა დაგეხმარება კარიერის დაწყებაში Junior Python Developer-ის, Back-end Developer-ის ან Web Developer-ის პოზიციებზე.

topic icon

პრერეკვიზიტები:

კურსს არ აქვს წინაპირობა.

topic icon

სერტიფიკატი:

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.

სასწავლო სილაბუსი

სილაბუსი

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 551 155 225

დარეგისტრირდი Python-ს კურსზე

დამწყები დეველოპერისთვის, რომელიც დაინტერესებულია ვებ აპლიკაციების და API-ების შექმნით Python-ის გამოყენებით
დარეგისტრირდი Python-ს კურსზე