სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

UX/UI დიზაინის კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტების დიზაინის შესწავლა და UX/UI დიზაინერისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან მომხმარებლის კვლევას, ინფორმაციულ არქიტექტურას, Wireframe-ებისა და პროტოტიპების შექმნას, დიზაინ სისტემებსა და Figma-ს გამოყენებით თანამედროვე ვებ და მობილური ინტერფეისების დიზაინს.

₾ 700

რას შეისწავლი UX/UI დიზაინის კურსზე ?

UX/UI დიზაინის კურსის ფარგლებში შეისწავლი UX დიზაინის ძირითად პრინციპებს, მომხმარებლის კვლევის მეთოდებს, User Flow-ების შექმნას, ინფორმაციულ არქიტექტურასა და Wireframe-ების აგებას. დაეუფლები Figma-ში მუშაობას, ინტერფეისების დიზაინს, ფერთა თეორიას, ტიპოგრაფიას, კომპონენტების, Variants-ისა და Design System-ის შექმნას.
ასევე შეისწავლი ინტერაქციულ პროტოტიპირებას, რესპონსიული დიზაინის პრინციპებს, დიზაინის დეველოპერისთვის გადაცემის (Hand-off) პროცესს და პროფესიონალური Case Study-ის მომზადებას საკუთარი პორტფოლიოსთვის. კურსის განმავლობაში შექმნი სრულფასოვან ინტერაქციულ ვებ-პროექტს Desktop და Mobile ვერსიებით.

გრაფიკული დიზაინის კურსი

დეტალური ინფორმაცია

topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

დამწყებთათვის, ვისაც სურს UX/UI დიზაინის შესწავლა; გრაფიკული დიზაინერებისთვის, რომლებიც ციფრული პროდუქტების დიზაინით ინტერესდებიან; ასევე მათთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება UX/UI დიზაინის მიმართულებით და საკუთარი პორტფოლიოს შექმნა.

topic icon

დასაქმება:

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული ინტერფეისების დიზაინს, Wireframe-ებისა და პროტოტიპების შექმნას, Design System-ების აწყობას და თანამედროვე UX/UI ინსტრუმენტების გამოყენებას. მიღებული ცოდნა დაგეხმარება Junior UX/UI Designer-ის პოზიციაზე კარიერის დაწყებაში, ფრილანს პროექტებზე მუშაობასა და პროფესიული პორტფოლიოს განვითარებაში.

topic icon

პრერეკვიზიტები:

კურსს არ აქვს წინაპირობა.

topic icon

სერტიფიკატი:

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.

UX/UI დიზაინის კურსი - სასწავლო სილაბუსი

სილაბუსი

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 551 155 225

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი