2025-06-10
ლაგოდეხის ახალგაზრდული ჰაკათონი – ინოვაციური იდეები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

გააზიარე
ლაგოდეხში წარმატებით დასრულდა ჰაკათონი, რომელიც Skillwill-ისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს Skillwill-ის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა. თითოეულ გუნდს ჰყავდა მენტორი, რომელიც მონაწილეებს იდეების განვითარებასა და პრეზენტაციისთვის მომზადებაში უწევდა მხარდაჭერას.
ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ინოვაციური იდეების გენერირება, რომლებიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ციფრულ განვითარებას შეუწყობს ხელს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და პრაქტიკული იდეები, რომლებიც შეეხებოდა სმარტ სერვისებს, ინფორმაციის ციფრულ მიწოდებას და ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებას.
ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა, თავისი იდეა რეალობად აქციოს და პრაქტიკაში განახორციელოს.
ჰაკათონმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ტექნოლოგიური ცოდნის გამოყენება ლაგოდეხის პროგრესისა და განვითარებისთვის.
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა







