2026-09-24
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

გააზიარე
შპს „სქილვილ“ აცხადებს ჩარიცხვას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. ბრძანებით განისაზღვრა აპლიკანტების მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, მათი წარდგენის ვადა და წესი, სწავლების ენის B1 დონეზე ფლობის დადასტურების პირობები, ასევე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძვლები. დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე info@skillwill.edu.ge, 2026 წლის 29 ოქტომბრამდე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ქართულად თარგმნილი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. შერჩეული აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური აქტი გამოიცემა არაუგვიანეს 2026 წლის 31 ოქტომბრისა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტი ამ ბმულზე.




