სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

2026-10-09

SKILLWILL-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის ვადები ცნობილია

SKILLWILL-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის ვადები ცნობილია

გააზიარე

2026 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტთა შერჩევის პერიოდი პროგრამებზე, რომლებიც ითვალისწინებს „სქილვილის“ შიდა ტესტირებას, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდის გათვალისწინებით, SKILLWILL COLLEGE-ში დადგინდა შემდეგნაირად:

  • IT ინფრასტრუქტურის მართვა - 2026 წლის 15-16 ოქტომბერი (ქ. თბილისი, ქ. ბათუმი)
  • ციფრული მარკეტინგი - 2026 წლის 19-20 ოქტომბერი (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი)
  • Front-End პროგრამირება - 2026 წლის 21-22 ოქტომბერი (ქ.თბილისი, ქ.ბათუმი, ქ.ქუთაისი)
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება - 2026 წლის 26-27 ოქტომბერი (ქ. თბილისი)
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები - 2026 წლის 28-29 ოქტომბერი (ქ. თბილისი)

2026 წელს აპლიკანტთა შერჩევის მეთოდად გამოყენებული იქნება წერილობითი შეფასება - ტესტირებისა და ესეს სახით შემდეგი პირობების მიხედვით:

ტესტირების ხანგრძლივობა: 60 წუთი
მაქსიმალური ქულა: 100
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: 41 ქულა

ტესტირება განხორციელდება ელექტონულად, დისტანციურ რეჟიმში, Dokim AI–ის პლატფორმის საშუალებით.