სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

2025-03-11

Skillwill-ის კურსდამთავრებულთა ცერემონია ახალციხეში Credo Bank-ის მხარდაჭერით გაიმართა

Skillwill-ის კურსდამთავრებულთა ცერემონია ახალციხეში Credo Bank-ის მხარდაჭერით გაიმართა

გააზიარე

თბილისისა და ლაგოდეხის შემდეგ, Skillwill-ის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება ამჯერად ახალციხეშიც გაიმართა. ცერემონიაზე სერტიფიკატები გადაეცათ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლა ციფრული პროფესიების მიმართულებით და ახლა უკვე მზად არიან, ტექნოლოგიური სექტორის აქტიური მონაწილეები გახდნენ.

ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

Skillwill-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ციფრულ სამყაროში პროფესიული წარმატების გზა გახსნას — მიზანი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე ხელშესახები შედეგებით გამოიხატება.

პროექტი Credo Bank-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ბანკმა სტუდენტებს სწავლა სრულად დაუფინანსა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათი პროფესიული განვითარების პროცესში.

Skillwill-ი და Credo Bank-ი წარმატებით თანამშრომლობენ განათლების ხელშესაწყობად და ქმნიან ეკოსისტემას, სადაც ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლება ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომია — მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.

გალერეა