2025-05-30
Skillwill-ის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა

გააზიარე
თბილისის ისტორიულ მწერალთა სახლში Skillwill-ის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლა ციფრული პროფესიების მიმართულებით, გადაეცათ სერტიფიკატები.Skillwill-ის კურსდამთავრებულები უკვე ოფიციალურად გახდნენ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ნაწილი. გამოსაშვები ცერემონია მათ ახალ პროფესიულ ეტაპზე გადასვლას აღნიშნავდა — გზას, რომელიც რეალურ კარიერულ შესაძლებლობებთან და დასაქმების პერსპექტივებთანაა დაკავშირებული.
ღონისძიებას მწერალთა სახლი მასპინძლობდა — ადგილი, რომელიც თავის კულტურულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ერთად, ამჯერად ახალი თაობის პროფესიული მიღწევების აღსანიშნავ სივრცედ გადაიქცა. ცერემონიას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და Skillwill-ის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
დაარსების დღიდან Skillwill-ის მთავარი მისიაა ახალგაზრდებისთვის პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდება და მათთვის რეალური დასაქმების შესაძლებლობის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა როგორც თბილისში გამართული ცერემონია, ისე რეგიონებში — სენაკსა და ჭიათურაში — ჩატარებული ღონისძიებები.
სენაკში გამოსაშვები ცერემონია რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. სტუდენტებს პირადად მიულოცეს კურსის წარმატებით დასრულება და გადასცეს სერტიფიკატები. Skillwill-ისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ცოდნა მიიღეს ციფრული მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მიმართულებით — სფეროებში, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადია.
აღსანიშნავია Skillwill-ისა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში პროგრამირების კურსი 30-მა ახალგაზრდამ დაასრულა. კურსის მონაწილეებმა არა მხოლოდ თეორიული მასალა შეისწავლეს, არამედ იმუშავეს რეალურ პროექტებზე და გაიარეს სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში. კურსის დასრულების შემდეგ 12-მა კურსდამთავრებულმა უკვე მიიღო დასაქმების შეთავაზება.
ჭიათურაში გამართული ცერემონია მნიშვნელოვანი ეტაპი იყო როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის — კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სწორი პროფესიული განათლება პირდაპირ გზას უხსნის დასაქმებას.Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ, ცერემონიაზე აღნიშნა:
„ჩვენთვის ყოველი გამოსაშვები ცერემონია განსაკუთრებულია, რადგან ის ახალგაზრდების წარმატების საწყის ეტაპს აღნიშნავს. ვხედავთ, როგორ გადადის თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, როგორ პოულობენ ჩვენი კურსდამთავრებულები ადგილს რეალურ სამუშაო სივრცეში — და ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა. წელს განსაკუთრებით გვინდოდა, რომ თბილისში, მწერალთა სახლში, კიდევ ერთხელ გაგვეზიარებინა ჩვენი სტუდენტების წარმატება საზოგადოებისთვის. ეს ცერემონია ასახავს იმ დიდ პროცესს, რასაც Skillwill-ი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ჩვენი მიზანია, განათლებასა და დასაქმებას შორის არსებული ხიდი კიდევ უფრო გავამყაროთ და ახალგაზრდა თაობას რეალური კარიერული პერსპექტივები შევთავაზოთ.“
Skillwill-ი აგრძელებს პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელებას როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა




































