სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

2025-05-27

Skillwill-ის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება ჭიათურაში

Skillwill-ის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება ჭიათურაში

გააზიარე

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში Skillwill-ის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 30-ზე მეტმა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულების კურსები — მათ შორის ციფრული მარკეტინგი, პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და გრაფიკული დიზაინი. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა ნაწილმა უკვე მიიღო დასაქმების შეთავაზება.

პროექტი Skillwill-ისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა მაღალტექნოლოგიური განათლების რეგიონული ხელმისაწვდომობის ზრდას.

Skillwill-ის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება — ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლება გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. 

გალერეა