სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

2026-07-01

SKILLWILL Swiss College-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა მიერ დოკუმენტების წარმოდგენის ვადები

SKILLWILL Swiss College-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა მიერ დოკუმენტების წარმოდგენის ვადები

გააზიარე

SKILLWILL Swiss College-ის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეიტინგული სიით განსაზღვრული აპლიკანტების მიერ დოკუმენტების
წარმოდგენა 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

წარსადგენი დოკუმენტებია:

  • პირადობის მოწმობის ორივე მხარის ასლი ან პასპორტი;
  • ატესტატის ან დიპლომის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ მამაკაცებისთვის);
  • შევსებული განცხადება

არასრულწლოვანი აპლიკანტებისთვის დამატებით საჭიროა:

  • მშობლის პირადობის მოწმობის ორივე მხარის ასლი ან პასპორტი;
  • სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი


დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია:

თბილისი:

  • ონლაინ: info@skillwill.edu.ge
  • ფიზიკურად: ქ. თბილისი, ბოჭორმის ქუჩა N16 (ორშაბათი-პარასკევი, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე)

ბათუმი:

  • ონლაინ: skillwillbatumi@skillwill.edu.ge
  • ფიზიკურად: ქ. ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა N129 (ორშაბათი-პარასკევი, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე)

დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებად უნდა განხორციელდეს მითითებულ ვადებში, რათა პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის პროცესი წარმატებით დასრულდეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ SKILLWILL Swiss College-ის საკონტაქტო არხების საშუალებით.