2022-09-11
GITA-სა და Skillwill-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გააზიარე
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Skillwill-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ,,სქილვილის’’ სტუდენტებს შეეძლებათ, სააგენტოს რეგიონულ ტექნოპარკებს ეწვიონ, სადაც მეცადინეობის და სივრცის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა ექნებათ.
ამასთანავე, „სქილვილი“ გამოთქვამს მზაობას, საკუთარი პროგრამების ფარგლებში, დაუფინანსოს სწავლა რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიციარებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
„Skillwill-ი არის ტექნოლოგიური პლატფორმა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს დეველოპერი ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე ან აქვს გარკვეული ცოდნა და სურს სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას.
სტუდენტების მიღება დაიწყო ივლისში. კამპანიის ფარგლებში, სქილვილის მენეჯმენტმა, ჯიტასთან თანამშრომლობით, ჩაატარა შეხვედრები რეგიონებში და პირველი ნაკადი 3 კვირაში სრულად შეივსო. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მხარეების თქმით, ხელს უწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით“
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
