სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

საბინა ალიევა

ციფრული მარკეტინგი

საბინა ალიევა

საბინას შესახებ

„ციფრული მარკეტინგის კურსმა მასწავლა, როგორ შევქმნა კამპანიები, რომლებიც სამიზნე აუდიტორიამდე აღწევს.“

  • მოტივირებული, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებული
  • 18 წლის

წარმატებით დაასრულა ციფრული მარკეტინგის კურსი
კურსი გაიარა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაფინანსების ფარგლებში
 

როგორია შენი ისტორია SKILLWILL-ში?

SKILLWILL-ის შესახებ მეგობრებისგან ვიცოდი და სწორედ მათი რეკომენდაციით გადავწყვიტე კურსზე დარეგისტრირება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად სწორი იყო. კურსის განმავლობაში არამარტო თეორიული ცოდნა მივიღე, არამედ უამრავი პრაქტიკული გამოცდილებაც. ვმუშაობდით რეალურ დავალებებზე, ვსწავლობდით ციფრული კამპანიების დაგეგმვას, რეკლამების შექმნას, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას და კონკრეტულ სეგმენტებზე რეკლამის მორგებას. სწავლის დაწყებამდე ბევრი კითხვა მქონდა, თუმცა კურსის განმავლობაში ყველა მათგანზე ამომწურავი პასუხი მივიღე და ვისწავლე, როგორ მუშაობს ციფრული მარკეტინგი.

რა რჩევას მისცემდი მომავალ სტუდენტებს?

ვფიქრობ, ციფრული მარკეტინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი სფეროა, რადგან თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფერი ციფრულ სივრცეში ვითარდება. ამიტომ ყველას, ვისაც ამ მიმართულებით განვითარება სურს, ვურჩევ, არ გადადონ სწავლა და დაიწყონ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება.

რა რჩევას მისცემდი მომავალ სტუდენტებს?

სამომავლო გეგმები:

ახლო მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემდეგ, მინდა კიდევ უფრო განვვითარდე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, გავაგრძელო პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება და მიღებული ცოდნა რეალურ პროექტებსა და პროფესიულ საქმიანობაში გამოვიყენო.