Front-end პროგრამირება
ელენე ცაბაძე
ელენეს შესახებ
„პროგრამირება საშუალებას გაძლევს, იდეა რეალურ პროდუქტად აქციო - ეს არის სფერო, სადაც ლოგიკა და კრეატიულობა ერთმანეთს ხვდება"
ლოგიკური აზროვნებით, კრეატიული მიდგომითა და მუდმივი ზრდის სურვილით
- 21 წლის
- სწავლობს Front-end პროგრამირებას და კოლეჯის გუნდში კოორდინატორის პოზიციას იკავებს
როგორია შენი ისტორია SKILLWILL-ში?
SKILLWILL კარგი რეკომენდაციებისა და მოკლე ვადაში პროფესიის დაუფლების შესაძლებლობის გამო ავირჩიე. სწავლის პროცესი საინტერესო და გასაგები აღმოჩნდა - თითოეული თემა დეტალურად იყო ახსნილი, რის გამოც განსაკუთრებული სირთულეები არ შემხვედრია. SKILLWILL-მა მომცა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც.
რა რჩევას მისცემდი მომავალ სტუდენტებს?
თუ ფიქრობ, ღირს თუ არა ამ სფეროში პირველი ნაბიჯის გადადგმა - აუცილებლად სცადე. პროგრამირება მხოლოდ ახალი პროფესიის სწავლა არ არის, ეს არის მუდმივი განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გზა.

სამომავლო გეგმები:
საკუთარი პროექტის შექმნა და ისეთი პროდუქტის განვითარება, რომელიც რეალურ ღირებულებას შექმნის მომხმარებლებისთვის. SKILLWILL-ში მიღებული ცოდნა ამ გზაზე მყარ საფუძვლად მიაჩნია.
