სასერტიფიკატო კურსები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები

აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით. 
 

13 თვე

15 მოდული

71 კრედიტი

რას შეისწავლი?

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები AI ხელსაწყოების პრაქტიკულ გამოყენებას, prompt ინჟინერიას და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

შეისწავლი ხელოვნური ინტელექტის ძირითად ცნებებს, ტიპებსა და გამოყენების სფეროებს, ასევე პასუხისმგებელი AI-ის პრინციპებს ეთიკის, უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. ისწავლი ეფექტიანი prompt-ების შემუშავებას, დიალოგური ინტერაქციის დაგეგმვას და უსაფრთხოების საკონტროლო მექანიზმების გამოყენებას AI სისტემებთან მუშაობისას. გაეცნობი AI სერვისებისა და მოდელების (OpenAI, Anthropic, Google და სხვ.) API-ის საშუალებით გამოყენებას და კონფიგურაციას, ასევე დაეუფლები Python-ს AI ამოცანების გადასაჭრელად. გარდა ამისა, ისწავლი მონაცემების მომზადებასა და დამუშავებას AI ხელსაწყოებისთვის, მათ შორის ცოდნის ბაზისა (Knowledge Base) და RAG არქიტექტურისთვის, ავტომატიზებული და აგენტური სამუშაო პროცესების შექმნას, AI გადაწყვეტების ხარისხის ტესტირებასა და მონიტორინგს, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის (AI Governance) პრინციპებს ორგანიზაციულ და სამართლებრივ კონტექსტში. პროგრამა მოიცავს სრული ციკლის (End-to-End) AI გადაწყვეტის დამუშავებასაც, დემონსტრირებასა და ტექნიკურ დოკუმენტირებას, რაც მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებაში დაგეხმარება.
topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.

topic icon

დასაქმება:

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში, სერვის-კომპანიებსა და სტარტაპებში, სადაც საჭიროა არსებული AI ხელსაწყოების შერჩევა, კონფიგურაცია, ინტეგრაცია და დანერგვა (მაგ., ჩატბოტები, დოკუმენტების ანალიზი, ავტომატიზაცია, კონტენტის გენერაცია, ანალიტიკა). ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებით საკონსულტაციო/საპროექტო მომსახურების გაწევა.

topic icon

პრერეკვიზიტები:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლება

topic icon

დიპლომი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი ხელოვნური ინტელექტის დეველოპმენტში.

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 511 255 416

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი