
ციფრული მარკეტინგი
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით.
11 თვე
16 მოდული
60 კრედიტი
რას შეისწავლი?
„ციფრული მარკეტინგი“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები მომხმარებლის ონლაინ ქცევის ანალიზის, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და ციფრული არხების მართვის პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია და კონტენტის შექმნა, და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე მარკეტინგის მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.
დასაქმება:
როგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე შემდეგ პოზიციებზე: ციფრული მარკეტინგის ასისტენტი/სპეციალისტი (Junior Digital Marketing Specialist); სოციალური მედიის სპეციალისტი (Social Media Specialist) კონტენტ მენეჯერი/კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი (Content Manager/Content Marketing Specialist) SEO/SEM სპეციალისტი (SEO/SEM Specialist) CRM და მომხმარებელთან კომუნიკაციების ასისტენტი/სპეციალისტი (CRM & Customer Communications Assistant/Specialist).
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლება
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი ციფრულ მარკეტინგში.
