
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით.
15 თვე
11 მოდული
71 კრედიტი
რას შეისწავლი?
„პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები ტესტირების დაგეგმვის, შესრულებისა და ავტომატიზაციის პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფა და ტესტირება, და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში, შემდეგ პოზიციებზე: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიები (QA განყოფილებები დეველოპერულ გუნდებში) დიდი ორგანიზაციების IT დეპარტამენტები, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები), ტელეკომუნიკაციები და სხვა ტექნოლოგიური სტარტაპები და ციფრული პროდუქტების გამომუშავებაზე ორიენტირებული კომპანიები სახელმწიფო უწყებების დეპარტამენტები ან IT პროექტები დამოუკიდებელი QA კომპანიები ან ტესტირების ლაბორატორიები ფრილანსერი - საერთაშორისო პროექტებზე დისტანციურად პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების შეთავაზება პლატფორმების მეშვეობით
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში.
