სასერტიფიკატო კურსები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

მონაცემთა ანალიტიკა

მონაცემთა ანალიტიკა

აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით. 
 

13 თვე

13 მოდული

73 კრედიტი

რას შეისწავლი?

„მონაცემთა ანალიტიკა“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და ვიზუალიზაციის პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

შეისწავლი Excel-ის გამოყენებას მონაცემთა ანალიზისთვის, მონაცემთა დამუშავებას, ანალიზსა და ანგარიშგებას, ასევე მონაცემთა ბაზების არქიტექტურის პრინციპებსა და SQL-ს მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ. ისწავლი Python ენის გამოყენებას მონაცემთა ანალიზისთვის, მათ შორის მონაცემთა დამუშავებისა და ანალიტიკური ამოცანების გადასაჭრელად, ქლაუდ პლატფორმების გამოყენებას მონაცემთა შენახვის, დამუშავებისა და გაზიარებისთვის. გარდა ამისა, დაეუფლები მონაცემთა ვიზუალიზაციების შექმნას Power BI-სა და Tableau-ს გამოყენებით და ანალიტიკური შედეგების ვიზუალურ ფორმატში წარმოდგენას, გაეცნობი Data Governance-ის პრინციპებს მონაცემთა ხარისხის, უსაფრთხოებისა და მართვის უზრუნველსაყოფად, ისწავლი მონაცემთა მოდელირებასა და ანალიტიკური რეპორტების მომზადებას გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ პროექტებსაც, რაც მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებაში დაგეხმარება.
topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს მონაცემები, ანალიტიკა და პროგრამირება და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.

topic icon

დასაქმება:

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მათ შორის ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებში, ფინტექ და IT კომპანიებში, მარკეტინგულ და კვლევით ორგანიზაციებში, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და წარმოების სფეროში, სახელმწიფო უწყებებსა და სტატისტიკურ სამსახურებში, შემდეგ პოზიციებზე: Junior Data Analyst; Data Analyst Assistant; Reporting / Business Analytics Assistant

topic icon

პრერეკვიზიტები:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.

topic icon

დიპლომი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი მონაცემთა ანალიტიკაში

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 511 255 416

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი