სასერტიფიკატო კურსები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

კომპიუტერული ქსელი და სისტემები

კომპიუტერული ქსელი და სისტემები

აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით. ჩარიცხვა შესაძლებელია ეროვნული გამოცდების შედეგადაც - აირჩიე 351.

18 თვე

17 მოდული

87 კრედიტი

რას შეისწავლი?

„კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

შეისწავლი კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ მხარდაჭერას, მობილურ და Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობას, მცირე და საშუალო ზომის ქსელების მონტაჟსა და გამართვას, ასევე ქსელური ტოპოლოგიების, კომუტაციისა და მარშრუტიზაციის საბაზისო პრინციპებს. გარდა ამისა, ისწავლი Windows და Linux სერვერული ოპერაციული სისტემების ბაზისურ გამართვას, ქსელური სერვისების ადმინისტრირებას, Cloud პლატფორმების გამოყენებას, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან მუშაობას და კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ პროექტებსაც, რაც მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებაში დაგეხმარება.
topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს კომპიუტერული ტექნიკა, სისტემები, ქსელები და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.

topic icon

დასაქმება:

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციებში, რომლებიც იყენებენ ქსელურ და სერვერულ ინფრასტრუქტურას, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე კომპანიებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ორგანიზაციებში ქსელისა და სისტემების უმცროს ადმინისტრატორად (Junior Administrator).

topic icon

პრერეკვიზიტები:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.

topic icon

დიპლომი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 511 255 416

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი