სასერტიფიკატო კურსები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა აერთიანებს თეორიულ ბუღალტერიას (საერთაშორისო სტანდარტების - IFRS-ის მიხედვით) და პრაქტიკულ მუშაობას ყველაზე გავრცელებულ ბუღალტრულ პროგრამებში.

18 თვე

19 მოდული

88 კრედიტი

რას შეისწავლი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაზე ?

ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები ფინანსური და სააღრიცხვო პროცესების მართვას. შეისწავლი ბუღალტრული ოპერაციების შესრულებას, სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოებას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და საგადასახადო დეკლარაციების შევსებასა და წარდგენას.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

გარდა ამისა, ისწავლი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას, ეკონომიკური ანალიზის ჩატარებას, მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლებს და კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობას. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ მოდულებსაც, რაც დაგეხმარება რეალურ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში.
topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ფინანსურ და მაღალანაზღაურებად პროფესიას 0-დან, გამოცდილების გარეშე; მათთვის, ვისაც აინტერესებს ფინანსები, ბიზნეს პროცესები და მონაცემებთან მუშაობა; დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და პროფესიული განვითარება ფინანსების სფეროში.

topic icon

დასაქმება:

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ დასაქმდე კერძო და საჯარო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში ბუღალტრად, ბუღალტრის ასისტენტად ან ფინანსურ სპეციალისტად. ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად მუშაობა და საკუთარი პრაქტიკის განვითარება.

topic icon

პრერეკვიზიტები:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.

topic icon

დიპლომი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 511 255 416

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი