
IT პროექტების მართვა
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით.
12 თვე
11 მოდული
63 კრედიტი
რას შეისწავლი?
„IT პროექტების მართვა“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები IT პროექტების დაგეგმვის, მართვისა და წარმატებით განხორციელების პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს პროექტების მართვა, გუნდური მუშაობა და ორგანიზება, და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში შემდეგ პოზიციებზე: IT პროექტების მენეჯერი, პროდუქტის მფლობელი (Product Owner) და სქრამ მასტერი (Scrum Master).
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.
