
IT ინფრასტრუქტურის მართვა
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით.
10 თვე
13 მოდული
55 კრედიტი
რას შეისწავლი?
IT ინფრასტრუქტურის მართვის პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვას. შეისწავლი კომპიუტერის აწყობას, დიაგნოსტიკას, ოპერაციული სისტემების ინსტალაციასა და განახლებას, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გამართვასა და მხარდაჭერას.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, წინასწარი გამოცდილების გარეშე; მათთვის, ვისაც აინტერესებს კომპიუტერული ტექნიკა, სისტემები და ტექნიკური მხარდაჭერა; დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ სწრაფად მიიღონ პრაქტიკული და დასაქმებაზე ორიენტირებული უნარები.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ დასაქმდე სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციაში IT მხარდაჭერის სპეციალისტად, ტექნიკურ ასისტენტად ან Help Desk თანამშრომლად, ასევე იმუშაო დამოუკიდებლად ან დისტანციურად.
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლება
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.
