
Front-end პროგრამირება
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით.
ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ეროვნული გამოცდების შედეგადაც - აირჩიე 351
11 თვე
13 მოდული
60 კრედიტი
რას შეისწავლი?
Front-end პროგრამირების პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები ვებდეველოპმენტის როგორც საბაზისო, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებს. შეისწავლი HTML-სა და CSS-ს ვებგვერდის სტრუქტურისა და დიზაინის შესაქმნელად, Sass/SCSS-სა და Tailwind-ს სტილიზაციისთვის, JavaScript-სა და TypeScript-ს ინტერაქტიული და დინამიური ფუნქციონალის შესაქმნელად, ასევე React-ს თანამედროვე ვებაპლიკაციების დასამუშავებლად. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტის მომზადებას Junior Frontend Developer-ის პოზიციისთვის. აქცენტი კეთდება რეალურ პროექტებზე, გუნდურ მუშაობასა და "Clean Code" პრინციპებზე.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე; დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე დეველოპერებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და პრაქტიკული უნარების განვითარება.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ მიღებული ცოდნა გამოიყენო რეალურ პროექტებში, შექმნა ვებგვერდები და ვებაპლიკაციები, დაიწყო კარიერა როგორც Front-end დეველოპერმა, დასაქმდე კერძო ან საჯარო სექტორში ან იმუშაო ფრილანსერად.
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი Front-end დეველოპმენტში.
